მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს
თქვენი კატალოგიდან — ფასით, კოდით და ზომით.
აირჩიე კატალოგიდან
მიეცით მომხმარებელს შესაძლებლობა, შეძენამდე ნახოს როგორ გამოიყურება თქვენი პროდუქტი მის სივრცეში - ნაკლები გაურკვევლობა, უფრო მარტივი არჩევანი და მეტი შანსი გაყიდვისთვის.
როგორ მუშაობს
თქვენი კატალოგიდან — ფასით, კოდით და ზომით.
საკუთარი სივრცის ერთი ფოტო საკმარისია.
პროდუქტის მასალა ერგება ოთახის პერსპექტივასა და განათებას.
შედეგიდან პირდაპირ SKU-ის გვერდზე — ერთი ნაბიჯით.
ფიზიკურ მაღაზიაში
სტუდია მარტივად ერგება მაღაზიის გაყიდვების პროცესს - გამოიყენეთ ის კონსულტანტის ლეპტოპზე ან თვითმომსახურების კიოსკზე.

კონსულტანტი კლიენტს პირდაპირ ეკრანზე აჩვენებს, როგორ გამოიყურება შერჩეული იატაკი, კაფელი ან ავეჯი მის საკუთარ სივრცეში. კლიენტი QR კოდით ტვირთავს ოთახის ფოტოს და სხვადასხვა პროდუქტის მოსინჯვა წამებში შეუძლია.

კლიენტს შეუძლია დამოუკიდებლად დაათვალიეროს კატალოგი, აირჩიოს პროდუქტი და ნახოს ის საკუთარ ოთახში - კონსულტანტის დახმარების გარეშე. კიოსკის მოწყობილობა და განთავსება - ინდივიდუალური შეთავაზებით.
კატეგორიები
ერთი და იგივე ტექნოლოგია მუშაობს ყველა კატეგორიაზე — ზედაპირებიდან ავეჯამდე.
ლამინატი, პარკეტი, ვინილი - ტექსტურა და მიმართულება ერგება ოთახის პერსპექტივას.
მანამდე
შემდეგდივანი, სავარძელი, კარადა - მასშტაბი და ქსოვილი რეალურ სივრცეში.
მანამდე
შემდეგფილა, მოზაიკა, საღებავი - სველი წერტილიდან სამზარეულომდე.
მანამდე
შემდეგმომხმარებელი პროდუქტს საკუთარ სივრცეში ხედავს, უფრო თავდაჯერებულად იღებს გადაწყვეტილებას და არჩევანიდან შეძენამდე ნაკლები ბარიერი რჩება.
სტუდია მუშაობს თქვენი ბრენდის სახელით, ფერებითა და ვიზუალური სტილით - მომხმარებლისთვის ეს თქვენი ციფრული გამოცდილების ნაწილია.
ფასი, კოდი, ზომა, ვარიანტები და მარაგი პირდაპირ თქვენი კატალოგიდან - მონაცემები ავტომატურად სინქრონდება.
ვიზუალიზაციიდან მომხმარებელი პირდაპირ შესაბამისი პროდუქტის გვერდზე გადადის - არჩევანსა და შეძენას შორის ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.
ხედავთ, რომელ პროდუქტებს მოსინჯავენ, რას ადარებენ, რას ინახავენ და რომელი პროდუქტები იწვევს ყველაზე მეტ ინტერესს.
დანერგვას ჩვენ ვაკეთებთ - თქვენი გუნდისგან საჭიროა მხოლოდ კატალოგთან და საიტთან წვდომა. გაშვების შემდეგ ვუზრუნველყოფთ მონიტორინგს, განახლებებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ერთი პასუხისმგებელი კონტაქტით.
რით განსხვავდება
ზოგადი AI ინსტრუმენტი ლამაზ ვიზუალს ქმნის. თქვენს მაღაზიას კი სჭირდება სისტემა, რომელიც რეალურ კატალოგთან მუშაობს და მომხმარებელს პროდუქტის არჩევიდან შეძენამდე მიჰყვება.
ზოგადი AI ჩატი / გენერატორი
თქვენი ბრენდის Visual Studio
პაკეტები
აირჩიეთ თქვენი მაღაზიისთვის საჭირო თვიური მოცულობა.
699 ₾/ თვე + დღგ
დასაწყისისთვის ან პატარა მაღაზიისთვის.
1,190 ₾/ თვე + დღგ
აქტიური ონლაინ კატალოგისთვის.
1,990 ₾/ თვე + დღგ
დიდი მოცულობის მქონე მაღაზიებისა და ქსელებისთვის.
კატალოგის გადმოტანა, კონსულტანტების დატრენინგება და მათ ლეპტოპებზე გამართვა ჩვენზეა. ვიჯეტს მზა სახით გაწვდით და თქვენს საიტზე თქვენი დეველოპერი აყენებს.
ვიჯეტის დაყენება, აქტივაცია, კონსულტანტების დატრენინგება და მათ სამუშაო ლეპტოპებზე გამართვა შედის საერთო ღირებულებაში.
Pro-ს ყველა პირობა, ლიმიტის გარეშე — 1,990 ₾ + დღგ თვეში და ყოველი დამატებითი გენერაცია 0.80 ₾ + დღგ.
ტექნიკური შეცდომით დასრულებული გენერაცია პაკეტის ლიმიტში არ ითვლება.
FAQ
მომხმარებელი ირჩევს თქვენს კატალოგში არსებულ პროდუქტს, ტვირთავს საკუთარი ოთახის ფოტოს და ხედავს, როგორ გამოიყურება შერჩეული პროდუქტი მის სივრცეში.
დიახ. სტუდიაში იტვირთება თქვენი რეალური პროდუქტის ფოტოები, დასახელებები, კოდები და სხვა საჭირო ინფორმაცია. თითოეული ვიზუალიზაცია შესაბამის პროდუქტის გვერდთან არის დაკავშირებული.
დიახ. სტუდია შეიძლება დაემატოს უშუალოდ პროდუქტის გვერდზე ან განთავსდეს ცალკე, თქვენი ბრენდის სახელით შექმნილ გვერდზე.
დანერგვის ძირითად პროცესს ჩვენი გუნდი მართავს. თქვენი მხრიდან საჭიროა პროდუქტების კატალოგის და ვებსაიტთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური წვდომის მოწოდება.
სისტემა მაქსიმალურად ინარჩუნებს პროდუქტის ფერს, ტექსტურასა და დიზაინს. თუმცა AI ვიზუალიზაცია წარმოადგენს რეალისტურ სიმულაციას და არა ზუსტ ტექნიკურ რენდერს.
სტუდია შეიძლება მოერგოს იატაკს, კაფელს, კედლის საფარებს, ავეჯს, სამზარეულოს ზედაპირებს, სანიტარულ პროდუქტებსა და ინტერიერის სხვა კატეგორიებს.
დიახ. სტუდიის ფერები, ლოგო, ტექსტები და ინტერფეისის ძირითადი ელემენტები თქვენს ბრენდსა და ვებსაიტის დიზაინს მოერგება.
დიახ. შესაძლებელია ვიზუალიზაციების რაოდენობის, ყველაზე ხშირად არჩეული პროდუქტებისა და მომხმარებლის ძირითადი მოქმედებების მონიტორინგი.
კატალოგის განახლება შესაძლებელია ფაილის, API-ის ან ადმინისტრაციული სისტემის საშუალებით. კონკრეტული მეთოდი თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკურ მოწყობაზეა დამოკიდებული.
თქვენი კატალოგით
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია. მოვამზადებთ მოკლე დემოს თქვენი კატალოგის და ბრენდის იდენტობის მიხედვით.